2023-08-22 22:29:01, 1789 ნახვა
Lifestyle
იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი პოპ მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ANSA იტყობინება. კუტუნიო დიდი ხნის განმავლობაში ავად იყო და ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს მდგომარეობის გაუარესების გამო. მომღერლის სრული სახელია სალვატორე კუტუნიო. წარმატება მას 1970-იანი წლების შუა ხანებში მოვიდა, როდესაც მისი სიმღერების შესრულება დაიწყო ფრანგული სცენის კორიფეებმა, ისეთებმა როგორიც იყო ჯო დასენი. კუტუნიო ფლობს ისეთ ჰიტებს, როგორიცაა "Et si tu n'existais pas", "Salut" და "L'Été indien". როგორც კომპოზიტორის სხვა ვარსკვლავებმაც შეასრულეს კუტუნიოს სიმღერები - მათ შორის იყვნენ ადრიანო ჩელენტანო, მირეი მატიუ, დალიდა. 1980 წელს კუტუნიომ გაიმარჯვა კონკურსში სან რემოში და შემდგომ წლებში მან არაერთხელ მოიგო პრიზები. სან რემოს კონკურსი სსრკ-ში ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემოდა და კუტუნიომ დიდი პოპულარობა მოიპოვა საბჭოთა მსმენელებში 1980-იან წლებში. მისი ჰიტები "L'italiano" და "Serenata" კარგად იყო ცნობილი საბჭოთა პოპ-მოყვარულებისთვის. კუტუნიომ საქართველოში არაერთი კონცერტი გამართა. ავტორი: ექსპრესნიუსი, აპარატი - 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მოვინახულეთ აქციებზე დაკავებული 180 პირი - 93 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა
სააკაშვილი - მინდა იცოდეთ, საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა... ჩემი ხელით ჩავწერე - „თავისუფლება დღეს ჩვენი“
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|