2023-08-16 13:54:54, 1089 ნახვა
სპორტი
ქართული რაგბის პიონერი ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა
კიდევ ერთი ლეგენდა გამოაკლდა ქართულ რაგბს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 69 წლის ასაკში ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა. დაიბადა ვანის რაიონის სოფელ შუაგორაში. ბავშვობაში დაინტერესებული იყო კალათბურთით და ფეხბურთით. მართალია, რაგბის თამაში გვიან, 23 წლის ასაკში დაიწყო ქუთაისში, მაგრამ უკვე ორ წელიწადში სსრკ პირველი ნაკრების წევრი გახდა. უნივერსალი მორკინალი, 3-8 ნომერი. ქუთაიოსის „აიაში“ („სახლმშენი“, „მშენებელი“) საბჭოეთის სამგზის (1987, 1988, 1989) ჩემპიონი და ბრინჯაოს (1985) პრიზიორი, ორგზის (1987,1990) თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი რაგბში და ლელობურთში; სსრკ ჩემპიონატის (1981) ბრინჯაოს პრიზიორო თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში; საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჩოხატაურის „ჯანის“ რიგებში. სსრკ ნაკრებში ევროპის ერთა თასის ორგზის ვერცხლის (1986-87, 1988-89) და ორგზის ბრინჯაოს (1981, 1983) პრიზიორი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. ბორჯღალოსანთა პირველი ტესტის მონაწილე (12.09.1989, ქუთაისი, ზიმბაბვე - 16:3) 1989-1990 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი. დაკრძალვა ხუთშაბათს, 17 აგვისტოს, ვანის რაიონი სოფ შუაგორა; გამოსვენება 14 საათზე ქუთაისის რაგბის სტადიონიდან ავტორი: ექსპრესნიუსი, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება
ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია
ლინკევიჩუსი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების მიღწევების გამო, არამედ ქართველი ხალხის ნების გამო მიენიჭა
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|