11:34 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 14:01:24, 1218 ნახვა

Lifestyle
არიანა გრანდე და დალტონ გომესი ერთმანეთს დაშორდნენ

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არიანა გრანდე და დალტონ გომესი ორწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. 

TMZ იყო პირველი მედია წყარო, რომელმაც ეს სიახლე გაავრცელა. როგორც გამოცემა იუწყება, წყვილი 2023 წლის იანვრის შემდეგ ერთად აღარ ცხოვრობს, ახლა კი უკვე ფორმალურად განქორწინებასაც აპირებენ. იგივე ინფორმაციას იუწყება ჟურნალი People, რომლის სტატიაშიც აღნიშნულია, რომ გრანდე და გომესი 2023 წლის შემდეგ ერთად აღარ არიან.

Billboard არიანა გრანდეს  ოფიციალურ წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა ვარსკვლავს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მომღერალი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადა ფილმის, სახელწოდებით Wicked გადაღებები მიმდინარეობს. 16 ივლისს გრანდე  ფოტოგრაფებმა „უიმბლდონის ტურნირის“ თამაშზე დააფიქსირეს. როგორც ფოტოებში ჩანს, გრანდეს საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. გრანდე უიმბლდონის ჩემპიონატზე ენდრიუ გარფილდის, ტომ ჰიდლსტონის და ჯონათან ბეილის გვერდით იჯდა. 

არიანა  გრანდე და ძვირადღირებული უძრავი ქონების აგენტი, 27 წლის  დალტონ გომესი 2021 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ნიშნობა  2020 წელს ჰქონდა. როგორც ცნობილია ნიშნობამდე გრანდე და გომესი ერთმანეთს დაახლოებით 10 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და პუტინს - ისინი ახლა მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ
The Times of Israel - სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა - საელჩო შემთხვევის გამო დაკეტილია
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics