2022-09-14 18:52:31, 2398 ნახვა
კულტურა
პიანისტმა სესილი სივსივაძემ ექვს საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ლაურეატის წოდება
ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ავცრლებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების IV კლასის მოსწავლე, სესილი სივსივაძემ ექვს საერთაშორისო ონლაინ კონკურსში მოიპოვა ლაურეატის წოდება: ესპანეთის საერთაშორისო ფესტივალი World Art Games - პირველი საპრიზო ადგილი; არაბეთის გაერთიანებული ემირატების მეორე საერთაშორისო კონკურსი - პირველი საპრიზო ადგილი; ამერიკის შეერთებული შტატების მუსიკის მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის მიერ გამართული საერთაშორისო ონლაინ ფესტივალი ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატში - ფესტივალის ლაურეატი; იუტას შტატის საერთაშორისო კონკურსი - მეორე საპრიზო ადგილი; კანადის საერთაშორისო კონკურსი Red Maple - მეორე საპრიზო ადგილი (მიწვეულია გალა კონცერტზე, რომელიც გაიმართება ტორონტოში); კლოდ დებიუსის სახელობის საერთაშორისო კონკურსი - დებიუსის საუკეთესო შესრულებისთვის - მეორე საპრიზო ადგილი გასულ წელს სესილი სივსივაძემ ოთხ საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ლაურეატის წოდება: ამასთან, 2021 წლის ივლისში პიანისტმა სესილი სივსივაძემ მალტის საერთაშორისო პიანისტთა ონლაინ კონკურსზე “VII Valetta International Piano Competition” მოიპოვა გრან პრი ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ზურაბიშვილი - ერთადერთი, ვისაც შეუძლია, შეცვალოს დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებზე
კობახიძე - შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
საგარეო - ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო
ბეჟაშვილი - როცა „ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს, ცვლილება მესამე მოსმენისთვის ფარულად შეიტანეს
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|