2020-11-21 11:47:26, 4662 ნახვა
ბიძინა ივანიშვილი - ზოგიერთი პარტია ზედმეტად ემოციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს
ზოგიერთი პარტია ზედმეტად ემოციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. „კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გამოიჩინეს და დღესაც, როდესაც კოვიდი ბობოქრობს, მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია, ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღეთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და პუტინს - ისინი ახლა მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ
The Times of Israel - სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა - საელჩო შემთხვევის გამო, დაკეტილია
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|