კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
2026-05-31 10:22:42

სამართალი

"ქართული ოცნების" პრემიერ მინისტრმა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით განკარგულებას ხელს კობახიძემ მოაწერა.

ამასთან, უწყების ცნობით, "ოცნების" გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. განკარგულებას ასევე ხელს აწერს  ირაკლი კობახიძე.

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს კი გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა