ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა
2026-05-31 09:21:35

სპორტი

პსჟ-ს ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ (1-1, 4-3, პენალტის ზონა) პოსტი გამოაქვეყნა. კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. ხვიჩა კვარაცხელიამ 62-ე წუთზე პენალტი დაიმსახურა, რომელიც უსმან დემბელემ გაიტანა.

„მეორედ ზედიზედ, ძვირფასო“, - დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პირად გვერდზე, ფოტოსთან ერთად, სადაც თასი უჭირავს ხელში.

პსჟ ისტორიაში მეორე კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში მოიგო. 2024/25 წლების სეზონში პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგა ფინალში „ინტერთან“ 5-0 გამარჯვებით მოიგეს.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა