პსჟ-ს ნახევარმცველი ვიტინია 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ „შეხვედრის“ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. თამაში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა. მსაჯი დანიელ ზიბერტი (გერმანია) იყო. მატჩი პარიზელების გამარჯვებით 1-1 დასრულდა (პენალტებში 4-3).
შეჯიბრის ნახევარფინალში პსჟ-მ „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 6-5 დაამარცხა. შეჯიბრის იმავე ეტაპზე „არსენალმა“ „ატლეტიკო მადრიდი“ ორი მატჩის ჯამში 2-1 დაამარცხა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,