პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
2026-05-30 23:02:35

სპორტი

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. ძირითადი დროის შემდეგ გუნდებმა 1-1 დაასრულეს. დამატებითი დროის შემდეგ, ფრანგულმა გუნდმა პენალტების სერიაში 4-3 მოიგო.

მატჩი ბუდაპეშტში, ფერენც პუშკაშის სტადიონზე გაიმართა.

არსენალის კაი ჰავერცმა ანგარიში პირველი ტაიმის დასაწყისში გახსნა. მეორე გოლი პენალტიდან პსჟ-ს ფეხბურთელმა უსმან დემბელემ გაიტანა.

2024/2025 წლების სეზონში პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, გადამწყვეტ მატჩში ინტერი 5:0 დაამარცხეს.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა