ზელენსკი: რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთი ობიექტი გახდა სამიზნე
2026-05-30 18:21:16

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ომს აბრუნებს რუსეთის ტერიტორიაზე, იქ, საიდანაც დაიწყო აგრესია. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. 

"ჩვენი ახალი შორი მოქმედების სანქციები უკვე მოქმედებს - და ეს ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 500 კილომეტრის დაშორებით მოხდა. სრულიად სამართლიანად, ჩვენ ომს ვაბრუნებთ იქ, საიდანაც ის დაიწყო.

რუსეთს დიდი ხნის წინ შეეძლო დაესრულებინა თავისი აგრესია, მაგრამ ამის ნაცვლად მან მისი გაგრძელება და გაჭიანურება აირჩია. ამიტომაც რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთი ობიექტი გახდა სამიზნე, ქალაქ არმავირში, კრასნოდარის მხარეში.

მადლობას ვუხდი ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებს ამ შედეგისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ ჩვენი შორი მოქმედების სანქციების გეგმას - პასუხად ყველაფერზე, რასაც რუსეთი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ აკეთებს.

ჩვენი სანქციების ყველა ფორმა მუშაობს იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს", - წერს ზელენსკი. 

ასევე, უკრაუნული მედიის ცნობით, დღეს რუსეთის ქალაქ ტაგანროგის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში პორტზე დრონებით თავდასხმის შედეგად, ტანკერსა და საწვავის ავზს ხანძარი გაუჩნდა.

ტაგანროგის მოსახლეობის ცნობით, აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმოდა.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა