სუს-მა აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძე დააკავა
2026-05-30 15:11:55

სამართალი

სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საოკუაპციო ძალების მიერ ცხინვალში ჩაცხრილული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმა ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე . დაკავების ფაქტს ოჯახი ადასტურებს.

ჩიხლაძის ცოლის ცნობით, დაკავების დროს ირაკლი ჩიხლაძემ გამომძიებლებს უთხრა, რომ არაფერს ხელს არ მოაწერდა და ადვოკატსი გარეშე არაფერს იტყოდა. 

დიახ, დაკავებულია ბატონი ირაკლი. ამ ეტაპზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მეც ახლა ადვოკატს უნდა შევხდე. ზოგადად იყო რედაქტორიც, თარჯიმანიც, ჟურნალისტიც, რაღაც პროექტებშიც მონაწილეობდა. არა რუსულ პროექტებში (არ მონაწილეობდა). სანამ ამ კანონებს მიიღებდნენ, რაღაც დაფინანსები ჰქონდა უცხოეთიდან, მერე უკვე კანონი რომ მიიღეს, შეწყვიტა ამ პროექტებში მონაწილეობა. რომელი ქვეყნიდან ფინანსდებოდა არ ვიცი, სხვადასხვა პროექტებში იღებდა მონაწილეობას. დიახ მის საქმიანობას უკავშირდება სავარაუდოდ, დაკავება. გამომძიებლებს თავად უთხრა, რომ არაფერს ხელს არ მოვაწერე და სანამ ადვოკატი არ მეყოლება არაფერს არ ვიტყვიო", - აცხადებს მაია ნებიერიძე. 

ჩიხლაძე რამდენიმე ორგანიზაცის დაფმუძნებელი და დირექტორია - მათ შორისაა მედია-კავშირი "ევრაზია", ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტი, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი, კავკასუს პრინციპიუმი. ასევე, არსებული ინფრომაციით, ის არის მედია გამოცემა "კავკაზნიუსის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ეს გამოცემა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის შესახებ წერს სტატიებს.

გიგა ჩიხლაძე იყო ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. 


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა