წითლიძე - ერთი რამ მაინტერესებს, იზიარებს თუ არა გვარამია მელიას მორიგ მუცლითმეზღაპრეობას მიშასთან დაკავშირებით
2026-05-30 13:19:38

პოლიტიკა

გილაური გაქრა და ახლა დაფინანსების ახალი წყაროს მოძიებაა საჭირო. ამ პირობებში კი კონკურენცია, როგორც ჩანს, იმაზე გადავა, ვინ უფრო მეტს და უფრო ხმამაღლა აგინებს მიშას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც წითლიძე მელიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რთულია, ადამიანის ასეთი დაცემის ყურება.

მელიასთან დაკავშირებით ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო გასაგები. რთულია უყურო ადამიანის ასეთ დაცემას, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა. გილაური გაქრა და ახლა დაფინანსების ახალი წყაროს მოძიებაა საჭირო. ამ პირობებში კი კონკურენცია, როგორც ჩანს, იმაზე გადავა, ვინ უფრო მეტს და უფრო ხმამაღლა აგინებს მიშას.

მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: იზიარებს თუ არა გვარამია მელიას ამ პოსტის შინაარსს და მის მორიგ მუცლითმეზღაპრეობას მიშასთან დაკავშირებით? მიშა კარგი იყო მაშინ, როდესაც მისი რესურსებისა და პოლიტიკური კაპიტალის გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც მას ყველაზე მეტად დასჭირდა მხარდაჭერა, მოულოდნელად მიუღებელი აღმოჩნდა. ესეც საკმაოდ ნაცნობი ხელწერაა და ამასაც თავისი სახელი ჰქვია“, – წერს წითლიძე.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა