სინოდის სხდომიდან გამოსულმა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა თქვა, რომ დღევანდელ სხდომაზე სინოდმა ასაკობრივ ცენზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, ხოლო განათლებასთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ.
მისივე თქმით, მომდევნო გაფართოებული სხდომა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია, დასრულდა თუ არა უკვე სინოდის სხდომა, თუმცა, რამდენიმე მღვდელმთავარმა საპატრიარქო უკვე დატოვა.
წესით, დღევანდელ სხდომაზე უნდა შეთანხმებულიყო კრიტერიუმები - მათ შორის განათლებისა და ასაკობრივი შეზღუდვის საკითხები - რომელთა საფუძველზეც გაირკვეოდა, ვინ შეძლებდა საპატრიარქო კანდიდატურის დაყენებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,