წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი კითხვებზე პასუხებს ითხოვს - დათუნა ჟღენტის დედა, ქეთი ქავთარაძე ამბობს, რომ უკვე წლებია პროკურატურაში დაატარებენ და დოკუმენტებს ამოწმებინებენ, მაგრამ ამ დრომდე ვერავინ დაადგინა, ვინ არის პასუხისგებელი ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების საქმეზე.
შვილმკვდარი დედა მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას კახი კალაძეს აკისრებს, რადგან ადგილი სადაც საბედისწერო შემთვხევა მოხდ, სწორედ მუნიციპალიტეტის კონტროლქვეშაა.
ეს არის სისტემური მკვლელობაა აცხადება ახალგაზრდა ქალი.
ჩემი დათუნა 2 წლის და 9 თვის წინ ე.წ. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე დაიღუპა. ე.წ. სახელმწიფოს ვამბობ იმიტომ, რომ სად არის სახელმწიფო, პასუხისმგებლობა ნული. ეს არის სისტემური მკვლელობა. სისტემის ყველა რგოლი არის დაქვემდებარებაში მერიის მუნიციპალიტეტის. რას აკეთებს კახი კალაძე? - თბილსის მმართველობსი ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე დაიღუპა ჩემი შვილი. იმ მრავალსართულიან შენობაში შექმნა უამრავი დეპარტამენტი. თვითონ დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა არ იციან, რომელ დეპარტამენტში არიან და იმათმა რა უნდა დაავალონ მის ხელქვეითს? კითხვა მაქვს, თვითონ კალაძემ იცის, რა ევალება? მისი მოვალეობა იცის საერთოდ? თუ მისი მოვალეობაა ინფრასტრუქტურის განვითარება, შადრევნის გახსნა წინასაარჩევნოდ - ამის იქით მოვალეობა და ვალდებულება არ აქვს? პასუხისმგებლობას ვაკისრებ მას. როცა გაიგო კალაძემ რომ დედას შეხვედრა უნდა, რა მოიმოქმედა? - არაფერი. არანაირი კომუნიკაცია. ამიტომ მე დავასრულე, ჩემთვის დამნაშავე არის ეს პიროვნება ", - აცხადებს შვილმკვდარი დედა.
ადვოკატის შეფასებით ეს საქმე ხარვეზებით არის სავსე. არ არის ჩატარებული უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედებები, იკვეთება გამოძიების უმოქმედობა და გარკვეული პირებისა და უწყებებისადმი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ნიშნები.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის დათუნა ჟღენტი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა. 2023 წლის 10 ივლისს უბედური შემთხვევა ე.წ. სამთავრობო ზონაში მოხდა, სადაც მერია სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ბაღში დასასვენებლად თანატოლებთან ერთად შევიდა.
2023 წლის 11 ივლისს ვაკის გამგეობამ დაწერა: "ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა".
მაშინ უწყებამ დაწერა, რომ მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,