რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საკუთარ სამთავრობო პლატფორმა Max-ზე წერს, რომ "დროა, რუსეთმა შეწყვიტოს ტოლერანტული დამოკიდებულება" მეზობელი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების მიმართ.
"დროა შევწყვიტოთ ჩვენი ტოლერანტული დამოკიდებულება ჩვენი მეზობლების სამხედრო-ეკონომიკურ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, მათ შორის "ქვეყანა 404-ის" [უკრაინა]", - დაწერა დიმიტრი მედვედევმა.
როგორც ის აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს უკვე გააკეთა "უფრო დიპლომატიური ფორმით", როდესაც სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსკოვი მშვიდად ეკიდება ერევნის ურთიერთობების განვითარებას ევროკავშირთან, თუმცა თქვა, რომ სომხეთი ვერ იქნება ერთდროულად ორ გაერთიანებაში - ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,