ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა, ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცაა".
"რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში არის ის, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემა არის ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია. აბსოლუტური ისტერიაა, რომელიც რადიკალებს ყველა საკითხთან დაკავშირებით სჩვევიათ და აბსოლუტური არაადეკვატურობა, რომელიც სჩვევია ზოგიერთ ჯგუფს. მე მგონი, ამ პრობლემამ უფრო დიდად დაგვანახა - ჩვენ გვყავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი რადიკალური ოპოზიციის სახით, რომელსაც სხვა სახის დახმარება სჭირდებათ. მათ ჩვენ ვერც პოლიტიკურად დავეხმარებით, ვერც ვერანაირად. მათ სხვანაირი დახმარება სჭირდებათ. ის კადრები, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ - ქცევა, შეჭრა, თავდასხმა არის აბსოლუტურად აცდენილი ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას და თან ამ ყველაფერს მოწმენდილ ცაზე აკეთებენ. ჩვენ სამინისტროს და სააგენტოს დეტალური განმარტებები ვნახეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, სად, როგორ, რანაირად ხდება ძაღლების აყვანა, რაზე ხდება დამუშავება, შემდეგ დაბრუნება. იმდენად არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს საქმე, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნებაც გახდა საჭირო", - თქვა პაპუაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,