სინოდის დღევანდელი სხდომა არ არის გათვალისწინებული სამი კანდიდატის გამოსარჩევად. სინოდის დღევანდელი სხდომა დაეთმობა პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
„დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭირო არის იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სინოდზე 3 კანდიდატის გამოცხადება მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს შემდეგი სინოდი იქნება. წინმსწრები იქნება ეს შემდეგი სინოდი გაფართოებული კრების. გაფართოებული კრება 40 დღიდან 2 თვის შუალედში უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა, ასე არის დებულებაში. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება. მას გაფართოებული სხდომა სჭირდება. ამიტომ, ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც საქართველოს ეკლესიას გააჩნია“,-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, სინოდი დღეს საკითხების დასაზუსტებლად იკრიბება, რათა მიერ სამი კანდიდატის გამოსარჩევად შეკრების დროს აღარ იყოს სამსჯელო საკითხები და მოხდეს არჩევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,