რიკი მარტინი საქართველოში კონცერტს გამართავს, ბილეთების ფასი 200 ლარიდან იწყება
2026-03-23 15:20:22

Lifestyle

ლათინოამერიკელი პოპ ვარსკვლავი მომღერალი რიკი მარტინი საქართველოში ჩამოდის.

როგორც ირკვევა, პოპ-ვარსკვლავი საქართველოს საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში ეწვევა და შოუ გააერთიანებს არტისტის ისეთ ცნობილ ჰიტებს, როგორებიცაა Livin’ la Vida Loca, Maria, She Bangs და Nobody Wants to Be Lonely.

ლათინური პოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 16 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთის ფასი 200 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე ადის. კერძოდ:

  • General admission (დასადგომი სივრცე) – 200 ლარი;
  • Fan zone (დასადგომი სივრცე) – 300 ლარი;
  • ექსკლუზიური VIP ზონა - 1500 ლარი.

Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა