გვარამია - ევროპარლამენტში საქართველოთი გადაღლა ნამდვილად არ იგრძნობა
2024-11-27 21:17:38

პოლიტიკა

ევროპარლამენტში საქართველოთი გადაღლა ნამდვილად არ იგრძნობა,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში გამართული მოსმენის სპიკერი იყო.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, საქართველოს საკითხი და არჩევნების შედეგები, ევროპის საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად განიხილება.

"ევროპარლამენტი ნამდვილად არ იგრძნობა გადაღლა საქართველოთი. პირიქით, ასეთი აქტიური ვითარება მე არ მახსოვს, სტატუსთან დაკავშირებითაც არ იყო. ახლა ძალიან მკაფიო და ცალსახა ვითარებაა. პრაქტიკულად არ არსებობს დივიზიონები და სხვაობები, ძაან მარგინალურ რამდენიმე ჯგუფს თუ არ ჩავთვლით, ჯგუფს კი არადა პარლამენტის წევრს. ცალსახაა ის, რომ არჩევნები გაყალბდა და უნდა იყოს ხელახალი არჩევნები",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


კობახიძე - ყაველაშვილის ზეპარტიულობა მნიშვნელოვანი იქნება, რომ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს ხელი შევუშალოთ
ზურაბიშვილი - პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს გილოცავთ
ისრაელ კაცი - მომდევნო 60 დღე გადამწყვეტია იმის დასადგენად, განხორციელდა თუ არა ისრაელის ომის მიზნები ჩრდილოეთში
ტრამპმა რუსეთ უკრაინის ომში სპეც წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი დაასახელა