ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
2024-11-26 10:19:43

ომი უკრაინაში

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ორშაბათს, 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც კირბიმ აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა „ფაქტობრივად შეცვალა მითითებები“ ATACMS-ის რაკეტების გამოყენების შესახებ და ახლა უკრაინელებს „მათი გამოყენება კონკრეტული ტიპის სამიზნეებზე დასარტყმელად შეუძლიათ“.

„ახლა მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ATACMS-ი თავდაცვისთვის სასწრაფო საჭიროების შემთხვევაში. ახლა კი ცხადია, რომ ეს ხდება კურსკის ოლქში“,- თქვა ჯონ კირბიმ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


გომელაური - პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კრიმინალური პოლიციის რეფორმა გრძელდება
გომელაური - სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია
მელია - თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, მანდატების და სიების ჩახსნაა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება