პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს. ამასთან რამდეიმე ინცდენტს ჰქონდა ადგილი. პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე დააკავა - 44 წლის კაცს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შსს ამტკიცებს, რომ ბრალდებული პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
უწყება წერს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
თავისუფლების მოედანზე, "ძლიერი საქართველოს" წევრ გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის ახალი მანქანიდან წყალი შეასხეს. ინცინდენტამდე პოლიტიკოსმა ადგილზე მობილიზებულ საპოლიციო ძალებს ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა ისინი აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დარბევას.
პარლამენტის შესაშვლელი ახალი ლითონის კონსტრუქციებით გაამაგრეს.
დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. 9 საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,