თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს.
მსვლელობა, რომლის ორგანიზატორებიც ქალთა მოძრაობა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი არიან, თავისუფლების მოედანზე, 15:00 საათზე დაიწყო.
მარშის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ჩემოდნები, წარწერებით: „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „არა იძულებით ემიგრაციას“.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან პერფორმანსით დასრულდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,