თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ ანკარაში ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც Reuters-ი წერს, მოლაპარაკებაზე ერდოღანი და რუტე განიხილავენ ნატოს მოკავშირეებს შორის თავდაცვითი შესყიდვების დაბრკოლებების აღმოფხვრასა და სამხედრო ალიანსის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსაც განიხილავენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,