გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
2024-11-23 14:56:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო 24 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 ნოემბერს  დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში თოვლი. 

„საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 

26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.  (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


სალომე ზურაბიშვილი- მოვიდა დრო ახალგაზრდებმა, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები - ვიდეო
ზურაბიშვილი - ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე - ვიდეო
ნიკა გვარამია - სიების ჩახსნაზე დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა
ლონდონმა შემოიღო სანქციების უდიდესი პაკეტი რუსეთის ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ