ვაკეში, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები წითელი საღებავებით გადაღებეს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც კუბერნატი აღნიშნავს, მას არ სჯერა, რომ გამოფენასთან დაკავშირებით ვინმეს პრობლემა ექნებოდა.
„სამწუხაროდ, ასე დასრულდა 1989 წლის ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ. გამოფენა ვაკეში, გამგეობის მოპირდაპირედ ვაცლავ ჰაველის პარკის გალავანზე იყო განთავსებული. არ მჯერა, რომ ვინმეს პრობლემა შეჰქმნოდა გამოფენასთან!“- წერს პეტრ კუბერნატი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,