ჯაფარიძე - დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის, პუტინის, ივანიშვილის ხელით უკანონო ტყვეობაში, ეს არის ეროვნული სირცხვილი
2024-11-23 14:23:52

პოლიტიკა

დღეს, ჩვენ, ვიმყოფებით ადამიანთან, რომელიც არის ამ დღის მთავარი შემოქმედი. დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის, პუტინის, ბიძინა ივანიშვილის ხელით უკანონო ტყვეობაში, ეს არის ეროვნული სირცხვილი, ყველაზე დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც „ვარდების რევოლუციის“ 21 წლისთავის აღსანიშნავად მიხეილ სააკაშვილთან პარტიის ლიდერები პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის, პუტინის პირადი ტყვე.

„სოფო ჯაფარიძის განცხადებით - „დღეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი. ვარდების რევოლუციიდან გავიდა ზუსტად 21 წელი. ვარდების რევოლუცია, რომლის შემდეგაც დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, საქართველო მსოფლიო რუკაზე გაჩნდა როგორც ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსთვის იქცა ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად, მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველო იყო ყველაზე მებრძოლი ქვეყანა კორუფციასთან, გაჩნდა პერსპექტივა, იმედი. ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეები, ემიგრანტები დაბრუნდნენ საქართველოში, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, არ წყდებოდა მათი ნაკადი. დღეს ჩვენ  ვიმყოფებით ადამიანთან, რომელიც არის ამ დღის მთავარი შემოქმედი და დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის, პუტინის ტყვეობაში ივანიშვილის  ხელით ეს არის ეროვნული სირცხვილი, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნის. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე, პუტინის პირადი ტყვე და დღეს არის მართლა უმნიშვნელოვანესი დღე. აქ მოვიდნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სამართლიანობას, აუცილებლად დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას დასავლურ რელსებზე. 12 წლის განმავლობაში არაფერი უკეთებია „ქართულ ოცნებას“ გარდა იმისა, რომ დაენგრია ის ყველაფერი, რაც მოიტანა ვარდების რევოლუციამ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ დავაყენოთ ევროპულ გზაზე, ჩვენს ქვეყანაში ისევ დავაბრუნოთ აღმშენებლობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად საფუძველი ჩაუყარა და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ რუსეთი, რუსული მმართველობა და რუსული რეჟიმი.“-  განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


სალომე ზურაბიშვილი- მოვიდა დრო ახალგაზრდებმა, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები - ვიდეო
ზურაბიშვილი - ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე - ვიდეო
ნიკა გვარამია - სიების ჩახსნაზე დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა
ლონდონმა შემოიღო სანქციების უდიდესი პაკეტი რუსეთის ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ