ლავროვი - დასავლური ქვეყნები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება
2024-11-22 17:55:31

ომი უკრაინაში

დასავლური ქვეყნები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, დასავლეთს „კონფრონტაციული ლოგიკა“ აქვს.

„როდესაც ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მათ დაიწყეს საუბარი: „უკრაინა ნატოში უნდა მიგვეღო, მაშინ რუსეთი მას თავს არ დაესხმებოდა“ - ეს იყო მათი გზავნილი. ახლა კი, სიტუაციის განვითარების ეს სცენარისტები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ რაღაც ნაწილი დარჩება და ამბობენ: „მოდი, ახლავე გავჩერდეთ და მივიღოთ ეს ნაწილი ნატოში“. სხვები ამბობენ: „არ შეიძლება გაჩერება, პუტინი უნდა დავასრულოთ, რადგან თუ ის არ დამთავრდება, ყველას თავს დაესხმება“,- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პუტინი - რუსეთი ახალი ბალისტიკური რაკეტის, „ოერშნიკის“ ბრძოლის ველზე გამოცდას გააგრძელებს
ზურაბიშვილი - პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია
პრეზიდენტი - დღეს ვინც პარლამენტში შევა - შევა რუსეთში
აშშ-ს დაზვერვა პუტინის მიერ სანქცირებული მკვლელობების ფარულ ანგარიშს აქვეყნებს