ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკის პოლონეთის მასწავლებელთა პროფესიული კავშირის ყრილობაზე განაცხადა.
როგორც ტუსკმა აღნიშნა, „ომი ახლა გადამწყვეტ ფაზაშია".
„ომი აღმოსავლეთში გადამწყვეტ ფაზაში შედის. ეს ყველამ ვიცით. არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი, მაგრამ ვიცით, რომ ის ახლა ძალიან დრამატულ ზომებს იღებს. ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები აჩვენებს, რომ ეს საფრთხე მართლაც სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით. მიჭირს, არ ვთქვა რამდენიმე ფუნდამენტური სიტყვა არსებულ ვითარებაზე, რადგან ეს არის ისტორიული სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით: თქვენ, სტუდენტები, მშობლები, პოლონეთი, ევროპა“,- განაცხადა ტუსკმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ATACMS-ის და Storm Shadow-ის რაკეტები გამოიყენა და პირობა დადო, რომ რუსეთი ამას „გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,