შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინის ექსპერიმენტული ახალი რაკეტით დაბომბვას სახიფათო ესკალაცია უწოდა
2024-11-22 16:40:20

ომი უკრაინაში

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინის ექსპერიმენტული ახალი რაკეტით დაბომბვას სახიფათო ესკალაცია უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შოლცმა დღეს დილით პოლიტიკურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბერლინი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ გერმანია უკრაინას Taurus-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს არ გაუგზავნის.

"ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება თავიდან უნდა იქნეს აცილებული",- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, ქალაქ დნიპროზე იერიშის დროს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პუტინი - რუსეთი ახალი ბალისტიკური რაკეტის, „ოერშნიკის“ ბრძოლის ველზე გამოცდას გააგრძელებს
ზურაბიშვილი - პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია
პრეზიდენტი - დღეს ვინც პარლამენტში შევა - შევა რუსეთში
აშშ-ს დაზვერვა პუტინის მიერ სანქცირებული მკვლელობების ფარულ ანგარიშს აქვეყნებს