ვოლოდიმირ ზელენსკიმ 34 პირს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოართვა
2024-11-22 16:01:40

ომი უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას 34 პირისთვის  სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული განკარგულებით, ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, „უკრაინის მოღალატეებისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯილდოჩამორთმეულ პირთა შორის არიან: უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე რენატ კუზმინი, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ტაბაჩნიკი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი, უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ ფშონკა, III-IX მოწვევის ყოფილი სახალხო დეპუტატი ანდრეი დერკაჩი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი.

იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც უკრაინის სახელმწიფო ჯილდოს გარეშე დარჩნენ, ასევე უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკია.

სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვათ რუს მომღერლებს: ნიკოლაი ბასკოვს, ფილიპ კირკოროვს, ალექსანდრე მალინინს, რუს კომპოზიტორ იგორ კრუტოის, ასევე მომღერლებს - ანი ლორაკსა და ტაისია პოვალის.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პუტინი - რუსეთი ახალი ბალისტიკური რაკეტის, „ოერშნიკის“ ბრძოლის ველზე გამოცდას გააგრძელებს
ზურაბიშვილი - პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია
პრეზიდენტი - დღეს ვინც პარლამენტში შევა - შევა რუსეთში
აშშ-ს დაზვერვა პუტინის მიერ სანქცირებული მკვლელობების ფარულ ანგარიშს აქვეყნებს