სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, თავხედური და ცინიკურია,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ორბანის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და შეიძლება, დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, თავხედური და ცინიკურია. ეს არის კანონის საფარქვეშ კონფლიქტში ჩარევა, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით. სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ გადაწყვეტილებას“,- წერს ორბანი.
შეგახსენებთ, გუშინ, 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,