ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა
2024-11-22 12:51:08

საზოგადოება

22 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წყლისა და ურბანული განვითარების სექტორის დირექტორს, ნორიო საიტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი ესწრებოდნენ.

“მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ურბანული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა, ასევე ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტუმარს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


პუტინი - რუსეთი ახალი ბალისტიკური რაკეტის, „ოერშნიკის“ ბრძოლის ველზე გამოცდას გააგრძელებს
ზურაბიშვილი - პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია
პრეზიდენტი - დღეს ვინც პარლამენტში შევა - შევა რუსეთში
აშშ-ს დაზვერვა პუტინის მიერ სანქცირებული მკვლელობების ფარულ ანგარიშს აქვეყნებს