ვაშინგტონში არსებული წყაროების ცნობით, ტრამპის ახალი ადმინისტრაცია გეგმავს სადამსჯელო მოქმედებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მისი გადაწყვეტილების გამო.
სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი გასცა.
უსახელო წყაროებმა განაცხადეს, რომ განიხილება პირადი სანქციები მთავარი პროკურორის კარიმ ხანის, ისევე როგორც მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც ორდერი გასცეს.
გუშინ, არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კანდიდატმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე, მაიკ უოლზმა სოციალურ მედია X-ში დაწერა: „იანვარში ველით ძლიერ პასუხს ICC-ისა და გაეროს ანტისემიტურ მიკერძოებაზე“.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლო განცხადებაში უთითებს, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები გაცემულია „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულებისთვის, რომლებიც სულ მცირე, 2023 წლის 8 ოქტომბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე იქნა ჩადენილი".
ავტორი: ექსპრესნიუსი,