გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ კანცლერის პოსტზე კვლავ ოლაფ შოლცს წარადგენს
2024-11-22 11:52:38

მსოფლიო

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ კანცლერის პოსტზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას წარადგენს.

ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ლარს კლინგბეილმა გააკეთა.

„გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე, გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი იქნება“,- თქვა ლარს კლინგბეილმა.

ოლაფ შოლცის თანაპარტიელმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის მეთაურის პოსტზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს და რომ ამ თანამდებობისთვის ბრძოლაში მხარს უჭერს გერმანიის ამჟამინდელ კანცლერ ოლაფ შოლცს.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, გერმანიაში „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დაიშალა. 2025 წლის 23 თებერვალს, გერმანიაში ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები გაიმართება, რის შემდეგაც ქვეყნის ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


მერია - საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მდინარაძე - პარლამენტის სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ათასი ადამიანი, მაგრამ სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარდება
სასამართლომ ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა
კახეთში, კავკასიონის ქედზე ხანძარია