ბაიდენი ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერს აღმაშფოთებელს უწოდებს
2024-11-22 11:28:47

მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების გადაწყვეტილებას  აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "აღმაშფოთებელი" უწოდა.

"სისიხლის სამართლის სასამართლოს მიერ ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემა აღმაშფოთებელია. კიდევ ერთხელ განვმარტავ: რაც არ უნდა იგულისხმებოდეს ICC გადაწყვეტილებაში, არ არსებობს თანასწორობა ისრაელსა და ჰამასს შორის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელთან ერთად მუქარის წინააღმდეგ. მისი უსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ.

მანამდე, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ „რჩება ღრმად შეშფოთებული პროკურატურის დაპატიმრების ორდერის გამოცემის დაჩქარებით და შემაშფოთებელი პროცედურული შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება“.

არც ისრაელი და არც შეერთებული შტატები არ აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას. ვინაიდან სასამართლოს არ ჰყავს საკუთარი „პოლიცია“, რომის სტატუტის მონაწილე 124 სახელმწიფოა პასუხისმგებელი მისი გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, იხსენებს AFP.

იმავდროულად, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხოსეპ ბორელმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს და იოავ გალანტის დაკავება ICC ორდერების შესაბამისად სავალდებულო გადაწყვეტილებაა. ”ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იქნას დაცული და განხორციელდეს”, - თქვა ბორელმა 21 ნოემბერს იორდანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე. სიტუაციაზე.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


მერია - საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მდინარაძე - პარლამენტის სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ათასი ადამიანი, მაგრამ სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარდება
სასამართლომ ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა
კახეთში, კავკასიონის ქედზე ხანძარია