„თიბისის“ განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს“
2024-11-22 11:30:52

საზოგადოება

„თიბისი“ ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის „შავი პარასკევის” კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადე

„შავ პარასკევს”, 29 ნოემბერს, „თიბისი“ ყველა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ობიექტში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით დაიბრუნოს გადახდილი თანხის 30%. მომხმარებელს ქეშბექი მრავალფეროვან კატეგორიებში დახვდება, როგორიცაა ტექნიკა, სახლის ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თავის მოვლის საშუალებები. 

აქციით გათვალისწინებულ მითითებულ ობიექტებში, „თიბისის“ ნებისმიერი სადებეტო და საკრედიტო  ბარათით, გადახდილი თანხის 30%-ს ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ. „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლები კი მაქსიმუმ 200 ლარის დაბრუნებას შეძლებენ. 

შეთავაზების ფარგლებში, შოპინგი შესაძლებელია, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური შოპინგისას მაღაზიებში გადახდა უნდა განხორციელდეს „თიბისის“ POS ტერმინალზე.

„თიბისი“, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, მუდმივად ზრუნავს მათი ყოველდღიურობის გამარტივებაზე. აღნიშნული კამპანია, რომელიც სწორედ მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული, მეტად მრავალფეროვან და სასიამოვნო გამოცდილებას ქმნის თითოეული მომხმარებლისთვის. 

გაეცანით „შავი პარასკევის” ფარგლებში „თიბისის“ კამპანიაში ჩართულ ობიექტებს და დეტალურ ინფორმაციას.


ავტორი: R (რეკლამა),


მერია - საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მდინარაძე - პარლამენტის სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ათასი ადამიანი, მაგრამ სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარდება
სასამართლომ ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა
კახეთში, კავკასიონის ქედზე ხანძარია