გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - ბრაკონიერმა თეთრიწყაროში შველი მოკლა
2024-11-22 11:12:49

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ, ბრაკონიერმა შველი მოკლა. სამართალდამრღვევს თან ჰქონდა ორი გლუვლულიანი სანადირო იარაღი.

“სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 5 000 ლარია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ბრაკონიერობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ომბუდსმენის აპარატი - ინფორმაცია, რომ ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, დეზინფორმაციაა
ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
მერია - საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მდინარაძე - პარლამენტის სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ათასი ადამიანი, მაგრამ სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარდება