„ამოიღე ხმა, დაიბრუნე ხმა!“ - 25 ნოემბერს პარლამენტის უკან აქცია გაიმართება
2024-11-22 11:02:27

სპეციალური ანონსი

25 ნოემბერს, 09:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია, სახელწოდებით „ამოიღე ხმა, დაიბრუნე ხმა!“ გაიმართება.

აქციის ორგანიზატორია „ჩემი ხმა“.

როგორც აქციის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, 25 ნოემბერს პარლამენტი იკრიბება, რაც „კრიმინალური აქტია“.

„საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი საერთო წარსული გვაერთიანებს და დღევანდელობას ერთნაირად ვგრძნობთ. როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ. თუმცა გვეუბნებიან, რუსეთში გამდიდრებულმა ერთმა კაცმა ჩვენ ნაცვლად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი, მისმა ხმამ გადაწონოს საქართველოს ხმა.

25 ნოემბერს, სწორედ მისი ხმით დანიშნული პარლამენტი იკრიბება. ეს კრიმინალური აქტია, დანაშაულით ძალაუფლების დაუფლების მცდელობა. და რას ვაკეთებთ ჩვენ? უხმაუროდ ვეგუებით, თუ ხმას ამოვიღებთ?! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ამოვიღოთ ხმა! ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ხმა! 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, საქართველოს პარლამენტის უკან, მოდი“,- ნათქვამია განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


სასამართლომ ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა
კახეთში, კავკასიონის ქედზე ხანძარია
ორბანი - „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენების შესახებ პუტინის განცხადება დასავლეთში სერიოზულად უნდა მიიღონ
აშშ და ევროპა განიხილავენ შეკავებას, როგორც უკრაინის უშიშროების შესაძლო გარანტიას