უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 728 300-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
2024-11-22 10:19:00

ომი უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 728 300-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 22 ნოემბრის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 728 300;
  • ​ტანკი - 9 399;
  • ჯავშანტექნიკა - 19 156;
  • საარტილერიო სისტემა - 20 736;
  • სარაკეტო სისტემა - 1 254;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 1 004;
  • თვითმფრინავი - 369;
  • ვერტმფრენი - 329;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 19 260;
  • საკრუიზო რაკეტა - 2 764; 
  • გემი/ნავი/კატარღა - 28;
  • წყალქვეშა ნავი - 1; 
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 29 777;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 3 675.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


მერია - საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მდინარაძე - პარლამენტის სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ათასი ადამიანი, მაგრამ სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარდება
სასამართლომ ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა
კახეთში, კავკასიონის ქედზე ხანძარია