ფიშერი - გერმანია პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის - ახლა საქართველოსთვის შანსი არ არსებობს
2024-11-22 10:04:19

პოლიტიკა

გერმანია პარლამენტის თანხმობას მოითხოვს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. 

ფიშერის განცხადებით, „არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს, საქართველოსთვის ეს მოხდეს“.

„პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი - ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში იყო 24 საათით. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს, საქართველოსთვის ეს მოხდეს”,- წერს გერმანიის ელჩი X-ზე.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
მერია - საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მდინარაძე - პარლამენტის სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ათასი ადამიანი, მაგრამ სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარდება
სასამართლომ ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა