ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი პემ ბონდი აშშ-ის გენერალური პროკურორის კანდიდატად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტრამპის თქმით, პემ ბონდი თითქმის 20 წელი იყო პროკურორი, ის მკაცრი იყო მოძალადე კრიმინალების მიმართ და ქუჩები ფლორიდის ოჯახებისთვის უსაფრთხო გახადა.
„პემი თითქმის 20 წელი იყო პროკურორი, სადაც ის ძალიან მკაცრი იყო მოძალადე კრიმინალების მიმართ და ქუჩები უსაფრთხო გახადა ფლორიდის ოჯახებისთვის. შემდეგ, როგორც ფლორიდის პირველი ქალი გენერალური პროკურორი, ის მუშაობდა მომაკვდინებელი ნარკოტიკების ტრეფიკინგის შესაჩერებლად და ფენტანილის ჭარბი დოზით სიკვდილის ტრაგედიის შესამცირებლად, რამაც გაანადგურა მრავალი ოჯახი ჩვენს ქვეყანაში!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელ X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,