ისრაელის თავდასხმებს აღმოსავლეთ ლიბანში 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ლიბანის ბაალბეკ-ჰერმელის პროვინციის გუბერნატორი ბაჩირ ხოდრი აცხადებს, ისრაელის მიერ თავდასხმა ბაალბეკის რეგიონზე განხორციელდა, რომლის დროსაც, სულ მცირე, 47 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.
მისივე განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში კი, ამბობენ, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე ლიბანში 3 583 ადამიანია დაღუპული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,