ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას,- ამის შესახებ აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დევიძე აღნიშნავს, შიმშილობის დაწყება საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის ნიშანია.
"რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას!
რუსებმა, რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ საქართველო გაიმარჯვებს",- წერს დევიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,