ისრაელი ჰააგის პროკურორს კორუფციაში და სექსუალური ძალადობის ბრალდებისგან ყურადღების გადატანაში ადანაშაულებს
2024-11-21 20:18:33

მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარი პროკურორი მოქმედებს სექსუალური ძალადობის ბრალდებების ზეწოლის ქვეშ, რათა გადაიტანოს ყურადღება მისი დისკრედიტაციისგან.

ისრაელმა პროკურორი დაადანაშაულა  კორუფციაში.

„ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კორუმპირებული მთავარი პროკურორი ცდილობს დაიცვას თავი მის წინააღმდეგ წამოყენებული სექსუალური ძალადობის სერიოზული ბრალდებებისგან და ისრაელის ანტისემიტური სიძულვილით მოტივირებული მოსამართლეების მიკერძოებისგან“.

ამ პროკურორმა იცრუა, როცა ამერიკელ სენატორებს განუცხადა, რომ არ მიიღებდა ზომებს ისრაელის წინააღმდეგ, სანამ ქვეყანას არ ეწვეოდა და არ გაიგებდა მის პოზიციას. თუმცა, მან მოულოდნელად გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი ისრაელში მიმდინარე წლის მაისში, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც გავრცელდა ბრალდებები სექსუალური ძალადობის შესახებ“.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
არასამთავრობოები - „ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება