საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შემდეგ, უკრაინამ ბაიდენის ადმინისტრაციისგან შესაძლოა Tomahawk-ა მოითხოვოს
2024-11-21 19:32:18

ომი უკრაინაში

"რუსეთის მიერ Рубеж-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შემდეგ, უკრაინამ ბაიდენის ადმინისტრაციისგან შეიძლება მოითხოვოს Tomahawk-ის ტიპის 1600 კილომეტრის რადიუსის ფრთოსანი რაკეტები. - ამის შესახებ, გამოცემა Politico.წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს რაკეტები მნიშვნელოვანია, რათა განადგურდეს რუსული სამხედრო ქარხნები, რომელთაც უკრაინის "შორი მუშტი ვერ წვდება" .

მასთან ცნობილი გახდა, რომ დასავლეთმა და უკრაინამ წინასწარ იცოდნენ, რომ რუსები გაშვებას კონტინეტშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვებას აპირებდნენ, ისინი ადევნებდნენ თვალს რაკეტის მოძრაობის ტრაექტორიას და რისკებიც მაქსიმალურად იყო დაზღვეული - წერს დასავლური მედია.

რუსეთმა დღევანდელი პროპაგანდისტული იერიშით, ვერაფერიც ვერ შეცვალა, პირიქით დასავლეთი უფრო გააღიზიანა და უკრაინას უფრო მეტი საფუძველი მისცა, ურტყას რუსეთის ტერიტორიას. - ციტირებს "პოლიტიკო"

 


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
არასამთავრობოები - „ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება