პავლიაშვილმა პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2024-11-21 16:30:19

საზოგადოება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ძირითად მიზანს ხმარებიდან ამოღებული საბურავების დამუშავების საინვესტიციო შესაძლებლობების და ცირკულარულ ეკონომიკაში გენდერული და სოციალური ჩართულობის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების განვითარების საკითხზე.

“ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვა და ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ცირკულარული ეკონომიკის განვითარება ქვეყნისთვის უდიდესი შესაძლებლობა და ამავე დროს, დიდი გამოწვევაა“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია COWI-ისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
ბოკუჩავა - 23 ნოემბერს თსუ-სთან შევიკრიბებით იმისთვის, რომ ვარდების რევოლუციის 21-წლისთავი აღვნიშნოთ
არ გამოგრჩეთ „საქართველოს ბანკის“ სუპერ შეთავაზებები Black Friday-ის კვირეულის ფარგლებში