რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით განიხილოს ნებისმიერი რეალისტური სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს და ადგილზე არსებულ ვითარებას,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის.
„ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის, რა თქმა უნდა. მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რეალისტური, არაპოლიტიზებული ინიციატივა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: საკვანძო სიტყვაა ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება, ადგილზე არსებული ვითარება და შესაბამისი შეთანხმებების შესრულების გარანტიები“,- განაცხადა ზახაროვამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,