ლუბინეცი კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დახვრეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
2024-11-21 12:28:54

ომი უკრაინაში

უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დახვრეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ლუბინეცი აცხადებს, რუსი ჯარისკაცების მორიგი სამხედრო დანაშაულის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

თავად ლუბინეცი კი, მომხდარის სხვა დეტალებს, მათ შორის, მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

მისი განცხადებით, მან მომხდართან დაკავშირებით გაეროსა და “წითელ ჯვარს“ მიმართა.

“საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. ოკუპანტმა ქვეყანამ მორიგ ჯერზე დაარღვია ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ. რუსეთი უნდა შეჩერდეს. მტერი პასუხს აგებს თითოეულ დანაშაულზე“,- განაცხადა ლუბინეცმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ნეთანიაჰუს დაკავების ორდერზე მსოფლიო ლიდერები ვერ თანხმდებიან
ომბუდსმენის აპარატი - ინფორმაცია, რომ ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, დეზინფორმაციაა
ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
მერია - საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება