კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინას გადაეცემა
2024-11-21 11:34:11

ომი უკრაინაში

კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა პოლონეთშია და მალე უკრაინას გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კანადის თავდაცვის მინისტრზე, ბილ ბლერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ბლერმა დედაქალაქ ოტავაში განაცხადა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს აცნობა, რომ NASAMS-ი უკრაინაში მალე ჩავა.

"ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ამერიკელებთან და მწარმოებელ Raytheon-თან ამ სისტემის აწყობაზე და მის მიწოდებაზე. ის ახლა პოლონეთშია და მალე საზღვარზე უნდა გადაიტანონ",-განაცხადა ბლერმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ნეთანიაჰუს დაკავების ორდერზე მსოფლიო ლიდერები ვერ თანხმდებიან
ომბუდსმენის აპარატი - ინფორმაცია, რომ ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, დეზინფორმაციაა
ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
მერია - საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება