ზელენსკი - მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ
2024-11-21 11:25:44

ომი უკრაინაში

მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-ის კორესპონდენტ ტრეი ინგსტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად კანონიერად ვერ აღიარებს.

“ჩვენ კანონიერად ვერ ვაღიარებთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც პუტინმა 2014 წლიდან, სრულმასშტაბიან შემოჭრამდე დაიკავა. კანონიერად ჩვენ ამას არ ვაღიარებთ. ჩვენ არ შეგვიძლია, ათასობით ჩვენი ადამიანი გავწიროთ იმისთვის, რომ ისინი დაიღუპონ ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენ გვესმის, რომ ყირიმი, შეიძლება, დიპლომატიური გზით დაბრუნდეს“,- განაცხადა ზელენსკიმ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ნეთანიაჰუს დაკავების ორდერზე მსოფლიო ლიდერები ვერ თანხმდებიან
ომბუდსმენის აპარატი - ინფორმაცია, რომ ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, დეზინფორმაციაა
ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
მერია - საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება